03 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა აშშ-სთან - ნათია თურნავამ კონგრესმენებს მოლაპარაკებების დასაწყებად მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობენ. დელეგაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა.

მინისტრმა კონგრესმენებს სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. ისაუბრეს საქართველოში შტატებიდან შემოსულ ბიზნესსა და ინვესტიციებზე. საუბარი შეეხო საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისა და ბიზნესების პერსპექტივებს.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხი და კონგრესმენებს მოლაპარაკებების დასაწყებად მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.

დღის ამბები