06 მაისი 2024,   00:25
ვრცლად
შანაი ბრუკის მკვლელობა - რას წერენ ავსტრალიელი მასწავლებლის საქმეზე დაკავებულის შესახებ უცხოურ გამოცემებში  

ავსტრალიელი მასწავლებლის, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავების ფაქტს უცხოური მედია ეხმაურება.

ABC net, დეილი მეილი,NEWS.COM, და სხვა გამოცემები - წერენ, რომ გენეტიკური დამთხვევის საფუძველზე მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 33 წლის მამაკაცი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც გამოცემები წერენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკითხა 200 ზე მეტი ადამიანი, გამოიკვლია ასობით სათვალთვალო კამერა და დამნაშავის იდენტიფიცირების მიზნით შეიქმნა ფოტო რობოტი, რომელიც ყველა ოპერატიულ დანაყოფს გადაეგზავნა.

როგორც გამოცემები იუწყებიან ჩატარდა კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგად დამნაშავეთა წრე მინიმუმამდე შემცირდა, გენეტიკური გამოკვლევის შედეგად კი დამნაშავის ვინაობა დადასტურდა.

დღის ამბები