დღეს მსოფლიო წიგნიერების დღეს აღნიშნავს.
ეს თარიღი, იუნესკოს ინიციატივით, 1967 წელს დაარსდა.
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული ამ დღის მიზანია, წიგნიერებისა და ერუდიციის მიმართ ცნობიერების ამაღლება. ასევე, საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, თუ რამხელა როლი აქვს წიგნს ადამიანის ზოგადი განათლების გაღრმავებასა და ინდივიდუალურ განვითარებაში.