წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს, მთაწმინდის პარკში, საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების - ურბანული პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა.
თბილისის მოქმედმა მერმა 3 ძირითადი პროგრამა წარმოადგინა. ესენია, ძველი შენობების ჩანაცვლების პროგრამა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ხიდები და გამზირები. მესამე მიმართულება კი, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტებს მოიცავს.