"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს ტყიბულის მერობის კანდიდატი წარადგინა. ტყიბულის მერის პოსტზე გასამარჯვებლად არჩევნებში ბესიკ ზოსიაშვილი იბრძოლებს.
ზოსიაშვილის თქმით, დღეს ტყიბულში მთავარი პრობლემები უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონია. გამარჯვების შემთხვევაში, ის ამომრჩეველს პრობლემების გადაჭრას ჰპირდება.