ქართველი მხატვრების ნამუშევრები სამშობლოში დაბრუნდა - ესენია: ირაკლი სუთიძის "ნატურმორტი", თენგიზ ცხონდიას "ქართლი", ომარ კაჭკაჭიშვილის "ადრეული გაზაფხული" და გურამ ნავროზაშვილის "აღორძინება".
ჩეხეთის საელჩომ მე-20 საუკუნის 4 ქართველი მხატვრის ნამუშევრები დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში დააბრუნა. აღნიშნული ტილოები 2010 წელს სწორედ ჩეხეთში გაიტანეს დროებითი ექსპოზიციისთვის, თუმცა ეს 11 წელს გაგრძელდა.
კულტურის სამინისტროს ინიციტივით, რომელიც აპრილში გამოვიდა, უცხოეთში გასული ნახატები სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნდება.
ახლადდაბრუნებული ნამუშევრები დაზიანებული არ არის. ტილოები ეროვნული გალერეის ფონდის საცავში შეინახება და დამთვალიერებელი მის ნახვას შესაბამის გამოფენაზე შეძლებს.