მალთაყვა 2-ში "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო"-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. კანდიდატურის მოხსნას გაერთიანებული ოპოზიცია ზეწოლას უკავშირებს.
ფოთში გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ უკვე ყოფილი კანდიდატი გელა მექვაბიშვილი 2 დღეზე მეტია კონტაქტზე არ გამოდის და ზარებს არ პასუხობს. შესაბამისად გადაწყვეტილების მიზეზებზე გუნდთან განმარტებები არ გაუკეთებია.