24 აპრილი 2024,   22:11
ვრცლად
როგორ გამოიყურება საქართველოს რელიგიური ცხოვრება ფოტოობიექტივში - გიორგი შენგელია ნამუშევრებს აქვეყნებს

როგორ გამოიყურება საქართველოს რელიგიური ცხოვრება ფოტოობიექტივში - ფოტოგრაფმა გიორგი შენგელიამ თავისი რამდენიმე წლიანი ფოტო ნამუშევრები გამოაქვეყნა, რომელზეც საქართველოში სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა ცხოვრებაა აღბეჭდილი.

ფოტოგრაფს გადაღებული აქვს ტრადიციები, დღესასწაულები და ღვთისმსახურებები. საინტერესოა იმ დღეობების ამსახველი კადრები, რომელსაც წარმართული რელიგიის კვალი ისევ აქვს შემორჩენილი. დოკუმენტურ ფოტო მასალაში კარგად ჩანს ადამიანთა ემოციები.

ფილოსოფოსები კი ამბობენ, რომ რელიგია ცოცხალი კავშირია სულის პროცესებთან. უჩინარია ადამიანებში მიმდინარე სულიერი პროცესები, თუმცა ხშირად ხალხმრავალი და სანახაობრივია ის შეხვედრები, რაც რელიგიასთანაა კავშირი. ყველაზე დასამახსოვრებელი რომის პაპის ვიზიტი აღმოჩნდა.

დღის ამბები