09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
საბერძნეთი ევროკავშირის ლიდერთა გადაწყვეტილების მოლოდინშია

ბრიუსელში საბერძნეთის რეფორმების ახალ პაკეტს ელოდებიან. რეფორმების გეგმა ბრიუსელში ღამის 00:00 საათამდე უნდა მიიღონ. სანაცვლოდ, საბერძნეთს მესამე ფინანსური დახმარების მიღების შანსი ეძლევა და ევროზონის შესაძლო დატოვებასაც თავიდან აიცილებს.

მესამე ფინანსური დახმარების განაცხადს, რომელიც ოფიციალურმა ათენმა ბრიუსელში გუშინ გაგზავნა, ევროზონის ფინანსთა მინისტრები და სახელმწიფო მეთაურები მომდევნო დღეებში განიხილავენ.

გადაწყვეტილებას კი კვირას საგანგებო სამიტზე მიიღებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ათენიდან კონკრეტული წინადადებების გარდა, საბერძნეთისთვის ვალის შემსუბუქებასთან დაკავშირებით გეგმას საერთაშორისო კრედიტორებისგანაც ელიან.

ახალი ფინანსური დახმარება საბერძნეთს ვალების ნაწილობრივ გასასტუმრებლად სჭირდება. ბერძნული მედიის ინფორმაციით, საუბარია 12 მილიარდ ევროზე.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, ნიკა ვაწაძე. 

 

 

დღის ამბები