"ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატი ამჯერად ხაშურში წარადგინა.
"ქართული ოცნების" გუნდიდან ხაშურში არჩევნების მოსაგებად ვალერი გელაშვილი იბრძოლებს.
"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ადამიანს, რომელიც სიმბოლოა იმ მჩაგვრელ სისტემასთან დაპირისპირების. კაცი, რომელმაც არ დაუხარა თავი და არ შეურიგდა უსამართლობას და იმ ჩაგვრას. კარგად ვნახეთ მთელმა საქართველომ და მოსახლეობამ როგორ გაუსწორდა პირადად სააკაშვილი, ეს ბოროტი, მასხარა კაცი, რომელიც გაუსწორდა ამ ადამიანს და ლამის მოკლეს ვალერი გელაშვილი. რატომ? იმის გამო, რომ მისი ხუშტურები არ აიტანა ამ კაცმა და თავი არ დაუხარა.
ასე უსწორდებოდნენ სააკაშვილის მჩაგვრელი ადამიანები, მჩაგვრელი სისტემა ჩვენს მოქალაქეებს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.