09 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
საბერძნეთის მთავრობამ ეკონომიკური რეფორმების გეგმა ბრიუსელში გადააგზავნა

მთელი დღის მუშაობის შემდეგ, საბერძნეთის მთავრობამ წუხელ გვიან ღამით ეკონომიკური რეფორმების გეგმა ბრიუსელში გადააგზავნა. კვირამდე მას ევროპის კომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები შეისწავლიან.

უკვე ცნობილია რეფორმების მიმართულებები, რომლითაც საბერძნეთი ევროზონაში დარჩენას შეეცდება: გადასახადების ზრდა, დამატებითი ღირებულების გადასახადის 23 პროცენტამდე აწევა, საპენსიო რეფორმა და თავდაცვაზე დანახარჯების შემცირება. ახალ გეგმასთან ერთად, საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორებს 53,5 მილიარდი ევროს 3 წლიან ფინანსურ დახმარებასაც სთხოვს, რაც კრედიტორების წინაშე აღებული ვალდებულებების დაფარვას უნდა მოხმარდეს.

ვიდრე კვირას ახალ გეგმას ევროკავშირის საგანგებო სხდომაზე განიხილავენ, ბერძნების ნაწილი ევროკავშირში დარჩენის მოთხოვნით გამოდის. რამდენიმე ათასი ადამიანი ათენში ამ მოთხოვნით პარლამენტთან შეიკრიბა.

ამავე თემაზე
დღის ამბები