22 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, გარდაიცვალა.
ნიკა კვარაცხელიას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, მისი სიცოცხლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, პირი, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.