09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ტუნისში მყოფ ტურისტებს მოსალოდნელი ტერაქტების გამო ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტუნისში მყოფ ტურისტებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. მიზეზი მოსალოდნელი ტერაქტებია. საგანგებო განცხადება უშუალოდ უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა, რომელმაც მოსახლეობას ჩრდილოაფრიკულ ქვეყანაში გამგზავრებისგან თავის შეკავებაც ურჩია.

ორი კვირის წინ ტუნისის საკურორტო ქალაქის სუსის სასტუმროში ტერორისტები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. თავდასხმის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 30 მათგანი ბრიტანელი ტურისტი იყო.

ტუნისში დღეს 2 ათასი ბრიტანელი დამსვენებელი იმყოფება. საგარეო უწყებამ სამშობლოში მათ დასაბრუნებლად 10 სპეცრეისი დანიშნა.

დღის ამბები