09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
"რუსეთი შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს", - ამერიკელი გენერალი

"რუსეთი შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს", - ეს განცხადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაურმა ჯოზეფ დანფორდმა გააკეთა. ამერიკელმა გენერალმა, რომელიც ბარაკ ობამამ გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატად დაასახელა, მოსკოვის ქმედებებზე სენატის საკომიტეტო მოსმენებზე ილაპარაკა.

ამერიკელმა გენერალმა მოსკოვის ქმედებებს შემაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების მომხრეა. დანფორდის განცხადებით, სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს პრორუსი სეპარატისტების დამარცხებასა და რუსეთის აგრესიისაგან თავის დაცვას.

დღის ამბები