09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
საბერძნეთმა აღიარა, რომ რუსეთთან გაზის მილსადენის მშენებლობას აპირებს - ტელეგრაფი

საბერძნეთმა აღიარა, რომ რუსეთთან ორ მილიარდი ევროს ღირებულების გაზის მილსადენის მშენებლობას აპირებს. ბრიტანული ტელეგრაფის ინფორმაციით, ეს ინფორმაცია საბერძნეთის ენერგეტიკის მინიტრმა დაადასტურა, რომელმაც ამ პროექტს საბერძნეთის მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკის მთავარი ნაწილი უწოდა.

სავარაუდოდ, მილსადენზე საბერძნეთის პრემიერმა და რუსეთის პრეზიდენტმა აპრილში გამართულ შეხვედრაზე ილაპარაკეს. გავრცელებული ცნობით, რუსეთი საბერძნეთს თურქული მილსადენის პროექტისთვის დამატებით თანხასაც კი დაპირდა.

ტელეგრაფი წერს, რომ ათენისა და მოსკოვის დაახლოება შეერთებულ შტატებს აღელვებს, რადგან შიშობს, რომ ფინანსური კრიზისის გამო შესაძლოა საბერძნეთი ევროზონიდან გავიდეს და მისი ცივი ომის დროინდელი მოწინააღმდეგის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს.

დღის ამბები