16 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძე აჭარიდან კახეთში ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, კახეთში, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს სოფლებში - არაშფერანშიჰერეთისკარშიფიროსმანსა და სამთაწყაროში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ. 

შეხვედრებზე მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ ეკომიგრანტების პრობლემებს და ისაუბრეს მათი მოგვარების გზებზე. 

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს  საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის მთავრობის წევრები, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატები ესწრებოდნენ.

დღის ამბები