20 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
რატომ არ უნდა დალიოთ ყავა გაღვიძებისთანავე - კვლევა და ექიმების მოწოდება

ადამიანების უმეტესობას დილა ცხელი ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ეს ტენდენცია უკვე დიდი ხანია რაც საზოგადოებაში ჩვევად იქცა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

ადამიანთა დიდი ნაწილი თვლის, რომ დილის ყავის გარეშე დაწყების შემთხვევაში, მათი დღე არაპროდუქტიული იქნება. მეცნიერთა თქმით, ყავის მოყვარულებმა ასეთ შემთხვევაში თავი შესაძლოა მართლაც სრულიად უფუნქციოდ იგრძნონ, მაგრამ მათი თქმით, სწორედ აქ უშვებენ კოფეინზე დამოკიდებული პირები დიდ შეცდომას.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, დილით კუნთებისა და ორგანოების "გამოფხიზლება" ყოველი გაღვიძებისას მიმდინარე მუდმივი პროცესია, კოფეინის მიღების შემთხვევაში კი, ჩვენ ორგანიზმს არ ვაძლევთ საშუალებას ეს პროცესი ბუნებრივად წარმართოს, რასაც შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები და მთელი რიგი დარღვევები მოჰყვეს.

BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ექიმმა კარან რაჯიმ სწორედ გაღვიძებისთანავე ყავის არ დალევისკენ მოუწოდა საზოგადოებას.

"არ დალიოთ ყავა გაღვიძებისთანავე, თქვენი სხეული ბუნებრივად გამოიმუშავებს დილაობით ჰორმონ კორტიზოლს, კოფეინის მიღება კი მის დოზას შეამცირებს, რაც საბოლოოდ ნაკლებ ენერგიას მოგცემთ."

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები