უკვე მე-3 წელია მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი ქართველი პედაგოგია. წელს ეს ტიტული თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესსის" მასწავლებელმა მარი ხარიტონაშვილმა მიიღო.
ყოველ წელს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად მსოფლიოს 110 ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლები იბრძვიან.
გამარჯვებულს ინდოეთში, ქალაქ დელიში, 10 ოქტომბერს დააჯილდოვებენ. გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელსაც პედაგოგიკის 24 წლიანი სტაჟი აქვს, წელს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლების ათეულშიც მოხვდა.