09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ინტერნეტტროლინგი ახალ ზელანდიაში არალეგალური გახდა

ინტერნეტტროლინგი ახალ ზელანდიაში 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შესაბამისი რეგულაცია ახალი ზელანდიის ახალ კანონში გაჩნდა, რომელიც "ზიანის მიმყენებელ ციფრულ კომუნიკაციას" კრძალავს.

ინტერნეტში ზიანის მიმყენებელ კომუნიკაციად განიხილება, როგორც მცდარი ინფორმაციის გავრცელება, ასევე „ინტიმური ვიზუალური ჩანაწერების“ გამოქვეყნება. მაგალითად - პირის შიშველი, ან ნახევრადშიშველი ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელება ნებართვის გარეშე.

ეს საკანონმდებლო აქტი ახალ ზელანდიაში ძალაში ამ კვირიდან შევიდა და 2 წლიან პატიმრობასთან ერთად პირის მიმართ 50 ათასი დოლარიან ჯარიმას, კომპანიების შემთხვევაში კი - 200 ათას დოლარიან ჯარიმას გულისხმობს.

კანონის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ეს რეგულაცია ხელს შეუწყობს ინტერნეტში კიბერბულინგის ფაქტების შემცირებას, კრიტიკოსების აზრით კი - ეს კანონი ლახავს გამოხატვის თავისუფლებას. 

 

ინფორმაციის წყარო: ტელეგრაფი

დღის ამბები