თბილისში 20 წლის ლუკა ხეცურიანს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ, საღამოს საათებში, ბეჟანიშვილის ქუჩიდან გაუჩინარდა.
ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" დაკარგულის მეგობარმა მიაწოდა. მისი თქმით, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ საქმის კურსშია პოლიციაც, სამართალდამცველები შესაბამის სამძებრო ღონიძიებებს ატარებენ.
თუ ფლობთ ინფორმაციას აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, დარეკეთ აღნიშნულ ნომერზე: 571088309; 591 22 75 62.