20 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
თელავის სოფელ ლაფანყურის მთებში მეწყერი ჩამოწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მთებში მეწყერი ჩამოწვა. მეწყრული პროცესების გააქტიურება უხვმა ნალექმა გამოიწვია.

ამ დროის ინფორმაციით, კავკასიონის ქედის მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა და ჩაიხერგა, რის გამოც მესაზღვრეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, კონტრაქტორი კომპანია უახლოეს პერიოდში დაიწყეს შესაბამის სამუშაოებს.

დღის ამბები