09 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
სროლას გერმანიაში 2 ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ბავარიაში, ქალაქ ანსბახთან მოხდა.

დამნაშავემ ცეცხლი ქუჩაში გამვლელებს საკუთარი მანქანიდან გაუხსნა. 2 მათგანი ადგილზე დაიღუპა.

სროლის შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა. თუმცა ის რამდენიმე წუთიანი დევნის ოპერაციის შემდეგ ერთ–ერთ ავტოგასამართ სადგურთან დააკავეს. ეჭვმიტანილის ვინაობას პოლიცია არ ასახელებს.

დღის ამბები