31 აგვისტო 2026,   17:10
ვრცლად
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუნდაც სიკვდილიანობის შესამცირებლად, არის ვაქცინაცია - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ კვირასთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია, მაღალი რჩება ლეტალობის მაჩვენებელი.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს, მოსახლეობის მხრიდან საჭიროა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა და არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვაა.

"ჯერ არ არის სტაბილური სიტუაცია, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ რეკომენდაციები დაიცვას. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუნდაც სიკვდილიანობის შესამცირებლად, არის ვაქცინაცია. ბოლო რამდენიმე დღეა, დღიურად ვაქცინირებული ადამიანების მაჩვენებლის ტენდენცია კლებისკენაა, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, პირბადის გამოყენება იმ სივრცეებში, სადაც ეს საჭიროა, ასევე, ფიზიკური დისტანცირება,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

აცრის ტემპის კლება საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა ფიქსირდება. დაახლოებით 25 ათასის ნაცვლად, ამჟამად, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი მხოლოდ 8 ათასამდეა.

დღის ამბები