ხმაური იყო ჭყონდიდის ეპარქიაში სადაც ბერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სალხინოს მამათა მონასტერში მისულმა დეკანოზ ტარიელ რუხაძემ, რომელიც ეპარქიის ეკონომისტია, წირვის შემდეგ კელიებში მყოფ განკვეთილ ბრძანება გააცნო და უთხრა, რომ მათ მიერ დაკავებული ტერიტორიები უნდა დაილუქოს, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა.
სასულიერო პირები დამორჩილებას და კელიების დატოვებას არ აპირებენ.
"ეს ხალხი ვიცი, რომ მატყუარები არიან. მამათმავლების მფარველი, პედოფილების მფარველი, უნამუსოების მფარველები. ჩვენ მათ არ ვღებულობთ და არც გასვლას არ ვაპირებთ აქედან,"- აცხადებს ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ანთინოგენე.
ჭყონდიდის ეპარქიიდან სასულიერო პირების განკვეთის შემდეგ სალხინოში პირველი წირვა ჩატარდა! ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე წირვა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს მიერ წარდგენილმა სასულიერო პირმა აღავლინა.
სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელი აღნიშნავს, რომ ბერების განკვეთის უფლება არავის აქვს.
შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში 7 თვიანი დაპირისპირების შემდეგ, მეუფე სტეფანემ მასთან დაპირისპირებული 6 სასულიერო პირი განკვეთა და საეკლესიო ატრიბუტიკის ტარება აუკრძალა.