ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია დაკრძალეს - ახლობლებმა მედიასთან დღეს შურისძიების მოტივი დაადასტურეს. მათი თქმით, არ არის გამორიცხული მომხდარი კრიმინალურ სამყაროს უკავშირდებოდეს.
"კურიერის" ინფორმაციით, სამგლოვიარო ცერემონიაზე ჩამოსვლას ახალგაზრდის მამა, ე.წ. კანონიერი ქურდი, გია კვარაცხელია გეგმავდა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ მოახერხა.
პარალელურად საქმეზე სამართლებრივი პროცედურები გრძელდება. მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატი აღკვეთის ღონოსიძიებას ასაჩივრებს.
ცნობისთვის, გადაწყვეტილება პატიმრობაზე მოსამართლემ დაუსწრებლად გამოიტანა. არსებული ცნობებით, აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვეს. გამოძიება მათ ჯგუფურ მკვლელობას და იარაღისა უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედვაება.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 22 წლის ნიკა კვარაცხელია ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ 15 სექტემბერს დაჭრეს.