მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში გახსნიდან დღემდე შვიდი ათასი მოქალაქეა ვაქცინირებული. ცენტრში ვაქცინაციის მსურველებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. ადგილზე შექმნილია ყველა პირობა, რაც მოქალაქეთა უსაფრთხო ვაქცინაციას უზრუნველყოფს.
მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით გაიხსნა.