"ქართული ოცნების" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად ზურაბ აბაშიძე ამომრჩევლებს მთაწმინდის სამაჟორიტარო ოფისში შეხვდა, სადაც მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და მათთან ერთად იმ გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა, რომელთა წინაშე ადგილობრივი მცხოვრებლები დღეს დგანან.