ჩხოროწყუში 87-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
ახალი ფილიალი, იუსტიციის მინისტრმა პირადად გახსნა და მომსახურებითაც ისარგებლა. რატი ბრეგაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახლადგახსნილ ცენტრში, კოვიდბარათები აიღეს.
კოვიდბარათის აღებასთან ერთად, ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში, კიდევ 200 - მდე მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი.
საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.
დღესვე, საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძეს თქმით, იუსტიციისა და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება.