გიგი უგულავა წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ის მალთაყვაში, გურიის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ოპოზიციის საერთო კანდიდატმა მოსახლების პრობლემები მოისმინა, თავად კი შეკრებილებს ფოთის განვითარების გეგმა გააცნო და ყურადღება ქალაქის ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე გაამახვილა.
"ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ფოთი პოლიტიკურ და ტურისტულ რუკაზე, ეს უნდა იყოს ცენტრი იმ დიდი განვითარების, რომელიც მოიცავს ანაკლიიდან დაწყებული მალთაყვიდან დამთავრებულ ტერიტორიას. მისი ცენტრი კი უნდა იყოს ცენტრში. სწორედ ეს ახალი დიდი პროექტი უნდა შევთავაზოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და შავიზღვისპირეთს," - აცხადებს ფოთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან გიგი უგულავა.