26 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენას მომდევნო 1 თვის განმავლობაში გალერეა "შარდენი" უმასპინძლებს

საქართველოს საზღვრებს გარეთ ფერწერისა და გრაფიკის მიმართულებით ცნობილი ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის გამოფენას მომდევნო 1 თვის განმავლობაში გალერეა შარდენი უმასპინძლებს.

ფელიქს ვარლამიშვილი, იგივე ფელიქს ვარლა 1928 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე უცხოეთში მოღვაწეობდა. მისი ნახატები, რომელსაც იგი სამშობლოს სიყვარულით ხატავდა, გამოფენილი იყო როგორც პარიზში, ასევე ბუენოს-აირესსა და შტატების არაერთ ქალაქში.

გარდაცვალებამდე მას ერთადერთი სურვილი ჰქონდა. ანდერძის მიხედვით, ფელიქს ვარლას უკანასკნელი სურვილი იყო, მისი ნახატები საქართველოში ყოფილიყო. სწორედ ანდერძის მიხედვით უსახსოვრა მეუღლემ მისი 10 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმს.

დღის ამბები