16 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ხარაგაულის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხარაგაულის მოსახლეობას 4 წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო

"ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაბა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა, მოსახლეობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა გააცნო.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, ხარაგაულს სულ მალე ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, ახალი წყალარინების სისტემა, სამუშაოების აქტიურად მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ, პარალელურად, მოხდება დაბის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია.

დღის ამბები