პარტიის "საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, მისი პარტიის ცაგერის მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს ავტომანქანა დაუცხრილეს.
მისი თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება "ქართული ოცნების" ლიდერებს.
"მანქანა დაუცხრილეს ცაგერის მერობის კანდიდატ ბესო ბენდელიანს. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება "ოცნების" ხელმძღვანელობას. პარალელურ რეჟიმში, გრძელდება ჩვენი კანდიდატების მიმართ მუქარა და ზეწოლა - მხარდამჭერებს ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით. პარტია "საქართველოსთვის", პრაქტიკულად, წინასაარჩევნო კამპანიას ვერ ატარებს, რამდენიც არ უნდა იძახოს ოცნების დღევანდელმა თავმჯდომარემ, რომ, თითქოს, წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და სამართლიან გარემოში,"- აცხადებს მეზვრიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.