ჭყონდიდის ეპარქიაში ჭყონდიდობა აღინიშნება. მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წირვა მიტროპოლიტ სტეფანესთან ერთად სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრებმა აღავლინეს. წირვის შემდეგ მათ მრევლს ქადაგებით მიმართეს და მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ჟურნალისტებთან ისაუბრა ბორჯომისა და ახალციხის მეუფე თეოდორემ. მან ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული ვითარების და მომხდარი ინციდენტების მიმოხილვის გარდა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების აუცილებლობაზეც ისაუბრა.