16 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი დევნილებს შეხვდა - რა პრიორიტეტებზე გამახვილდა ყურადღება შეხვედრაზე

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ბარამიას, ლაღიძის და თამარ მეფის ქუჩებზე დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

შეხვედრას მერობის კანდიდატთან ერთად პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დევნილთა მიმართულებით დაგეგმილ, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს.

მამუკა წოწერიას განცხადებით, დევნილთა განსახლება და მათი ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა, "ქართული ოცნების" მთავარი პრიორიტეტია.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის განმარტებით, მიმდინარე წელს ზუგდიდში 600-ზე მეტ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცემა, ხოლო უახლოეს წლებში დამატებით 1700-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.

გარდა ამისა ხორციელდება სოფლად სახლის პროექტი, რომლიც ითვალისწინებს დევნილი ოჯახებისთვის სახლების შეძენას.

დღის ამბები