08 სექტემბერი 2026,   17:05
ვრცლად
ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ზაგრების გრან პრის მეორე საჭიდაო დღეს ტატო გრიგალაშვილმა დამაჯერებლად იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში გილერმე შმიდტი დაამარცხა და ოლიმპიადის შემდეგ, ძიუდოს ტურის პირველსავე ტურნირზე წარმატებას მიაღწია.

გადამწყვეტ შეხვედრაში ტატომ ბრაზილიელ მეტოქეს ვაზარი აუღო, რის შემდეგაც ორი გაფრთხილება მიიღო, თუმცა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

21 წლის ქართველი ძიუდოისტი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, რის შემდეგაც მან მოლდოველი, ფრანგი და ნიდერლანდელი ძიუდოისტები დაამარცხა და ფინალში გავიდა.

დღის ამბები