16 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო სიის წევრები, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები შიდა ქართლში წარადგინა

"ევროპული საქართველოს“ლიდერებმა გიგა ბოკერიამ, აკაკი ბობოხიძემ და გიგი წერეთელმა გორში, ხაშურის, ქარელის, კასპისა და გორის საარჩევნო სიის წევრები, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

გიგა ბოკერიამ გორში, გუნდის წარდგენისას, მცოცავი ოკუპაციის პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს, რის გამოც ე.წ საზღვართან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა 2 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მხარდამჭერებს გუნდის წევრები წარუდგინა.

დღის ამბები