09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
საბერძნეთის პარლამენტმა ეკონომიკური რეფორმის ახალ პაკეტს მხარი დაუჭირა

საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

საუბარია იმ პალეტზე, რომელიც საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებს ხუთშაბათს წარუდგინა. თუმცა, პაკეტის დეტალები უცნობია. 

საბერძნეთის პრემიერის, ალექსის ციპრასის განცხადებით, მას ახლა უკვე აქვს "ძლიერი მანდატი" იმისათვის, რომ კრედიტორებთან მოლაპარაკებები ფინალამდე მიიყვანოს. 

ათენის წინადადება რეფორმების შესახებ დღეს ვევროზონის ფინანსთა მინისტრებმა უნდა განიხილონ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ხვალ ევროკავშირის მორიგ საგანგებო სამიტზე მიიღებენ.

 

 
დღის ამბები