09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ძლიერი აფეთქება კაიროში, იტალიის საელჩოსთან - ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული

ცოტა ხნის წინ კაიროში, იტალიის საკონსულოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა.

ტერაქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

სამართალდამცველების წინასწარი ინფორმაციით, ბომბი ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან იყო გაჩერებული.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. არ არის გამორიცხული, რომ ტერაქტი ისლამური სახელმწიფოს მიერ იყოს მოწყობილი.

დაჯგუფება რამდენიმე დღის წინ კაიროს თავდასხმებით დაემუქრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეგვიპტელმა ძალოვანებმა სინას ნახევარკუნძულზე ისლამისტების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს და 100-მდე მებრძოლი მოკლეს. სინაზე ისლამისტებთან შეტაკებებს 17 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

 
დღის ამბები