09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ძლიერი ტაიფუნი ჩინეთში

ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს. მიზეზი ძლიერი ტაიფუნი გახდა, რომელიც რეგიონს დაატყდა თავს.

ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აღწევს. სანაპირო ზონაში კი ძლიერი მოქცევაა, ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.

სტიქიის გამო შეწყდა საზღვაო მიმოსვლა და გაუქმდა ასობით სარკინიგზო და ავიარეისი.

მთავრობამ 865 ათასს ადგილობრივს ევაკ უაციის რეკომენდაცია მისცა და მათ დასახმარებლად სამაშველო ჯგუფები გაგზავნა.

ჩინეთის სამხრეთ რეგინებამდე ტაიფუნმა იაპონიასაც გადაუარა, სადაც სტიქიის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.

 
დღის ამბები