09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
რომის პაპმა ბოლივიაში ვიზიტისას პატიმრები მოინახულა

ბოლივიაში ვიზიტისას რომის პაპმა მსჯავრდებულები მოინახულა.

პაპი ფრანცისკე იმ საპატიმროში მივიდა, რომელშიც ადამიანის უფლებების დამცველების შეფასებით, სამხრეთ ამერიკაში არსებულ ციხეებს შორის, ყველაზე რთული პირობებით გამოირჩევა.

პონტიფიკოსი რამდენიმე მსჯავრდებულს გაესაუბრა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.

რომის პაპმა პატიმრებისთვის იქადაგა და მათ ცოდვების მონანიებისკენ მოუწოდა.

"მხოლოდ ის ადამიანები იმსახურებენ პატიებას, რომლებიც საკუთარ ცოდვებს და დანაშაულს აღიარებენ," – განაცხადა რომის პაპმა.

საპატიმროს დატოვების შემდეგ პონტიფიკოსმა ბოლივია დატოვა და ოფიციალური ვიზიტით პარაგვაიში გაემგზავრა.  

 
დღის ამბები