09 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
ლიბანი ისრაელს უკანონო თვალთვალსა და საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ლიბანი ისრაელს უკანონო თვალთვალსა და საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს.

ქვეყნის სამხედრო მეთაურობის განცხადებით, ისრაელის არმიის კუთვნილი სამხედრო-მზვერავი აპარატი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ტრიპოლის პორტთან ჩამოვარდა.

სამხედრო მეთაურობამ ფოტომასალაც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ საფრენი აპარატი წყალშია ჩავარდნილი.

სამხედრო მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ უპილოტო მზვერავ თვითმფრინავს დავითის ვარსკვლავი და ებრაული წარწერები აქვს.

 
დღის ამბები