09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
იტალიელმა სამართალდამცველებმა ხმელთაშუა ზღვაში ათასამდე არალეგალი გადაარჩინეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა ხმელთაშუა ზღვაში ათასამდე არალეგალი გადაარჩინეს.

სანაპირო დაცვამ ერთი დღის განმავლობაში 6 სამაშველო ოპერაცია ჩაატარა და ღია ზღვიდან ხისა და რეზინის ნავებზე მყოფი ხალხი გადაარჩინა.

მაშველებმა 969 ადამიანი სიცილიაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. უმეტესობას გაუწყლოვანების დიაგნოზი დაუსვეს.

მაშველების განცხადებით, გადარჩენილების უმეტესობა ლიბიელი დევნილები არიან.

 
დღის ამბები