09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
სკანდალური სასამართლო პროცესი - ყოფილ პოლონელ არქიეპისკოპოსს პედოფილიაში ედება ბრალი

ვატიკანში ხმაურიანი პროცესი დაიწყო. სასამართლოს წინაშე ყოფილი პოლონელი არქიეპისკოპოსი წარსდგა, რომელსაც პედოფილიაში ადანაშაულებენ.

იოზეფ ვესოლოვსკის ბრალად ძალადობა, არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური ძალადობა და ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი მასალების შენახვა ედება.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაული მან 2008-2013 წლებში ჩაიდინა, როდესაც დომინიკის რესპუბლიკაში მსახურობდა.

ყოფილი სასულიერო პირი, რომელიც ვატიკანში შინაპატიმრობაში იმყოფება, ბრალდებებს უარყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ ეპისკოპოსს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

 
დღის ამბები