09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ბარაკ ობამას სიურპრიზი ბავშვებს

ბარაკ ობამამ ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოულოდნელად მივიდა საბავშვო სადილზე, რომელიც თეთრ სახლში პირველი ლედის ეგიდით გაიმართა.

მიშელ ობამა საბავშვო სადილს ყოველწლიურად მართავს და 8–12 წლამდე ასაკის ბავშვებს ჯანსაღი კვების რაციონს აცნობს.

წვეულებაზე პრეზიდენტის გამოჩენას ბავშვების ოვაციები მოჰყვა, რის შემდეგაც ბარაკ ობამამ წვეულებაზე დარჩენა გადაწყვიტა და მათთან ერთად საგანგებოდ შერჩეული მენიუც დააგემოვნა.

 
დღის ამბები