20 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
4 წუთი რუსთაველიდან მთაწმინდამდე - დღეს თბილისში ახალი საბაგირო გზის მოწყობა დაანონსდა

საარჩევნოდ, თბილისში ახალი საბაგირო გზის მოწყობა დაანონსდა - ახალი ტრანსპორტი რუსთაველს და მთაწმინდას დააკავშირებს.

მშენებლობის დაწყების ნიშნად, კაფსულა დღეს, სიმბოლურად, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჩაუშვა.
გეგმის მიხედვით, 845 მეტრიან მარშრუტით საბაგირო გზა დანიშნულების ადგილამდე, დაახლოებით, 4 წუთში მივა. 21 თანამედროვე გონდოლა დღეში 1200 -მდე მგზავრის გადაყვანას შეძლებს.

დედაქალაქში ახალი საბაგირო გზების მშენებლობა, წინასაარჩევნოდ, მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. მოქმედმა მერმა პრეზენტაციაზე განმარტა, რომ ქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და დანიშნულების ადგილამდე მგზავრების უმოკლეს დროში მისვლისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვანია.

პროექტის ღირებულება 50 მილიონია. 

დღის ამბები