05 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Youtube-ს ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Russia Today-ს გერმანულენოვანი Youtube არხების დაბლოკვის გამო საპასუხო ზომებით იმუქრება. უწყებაში მომხდარ ფაქტს საინფორმაციო აგრესიის უპრეცედენტო აქტი უწოდეს.

მათივე თქმით, რუსეთის საპასუხო ზომები სიმეტრიული იქნება.

Youtube-მა Russia Today-ს ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, არხები პანდემიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკეს.

დღის ამბები