რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, იქ, სადაც არაერთი წარჩინებული მორაგბე აღიზარდა, მომავალ წელს ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.
რაგბის კავშირმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას აცნობეს, რომ რუსთავში ორმოედნიანი, თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზის პროექტირება დაიწყება.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ძველი სარაგბო ბაზების განახლება, რაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.