16 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იგეგმება - თეა წულუკიანი

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იგეგმება - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ადგილზე განაცხადა.

თეა წულუკიანი შენობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. მინისტრის თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ სახლი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო კულტურულ პროექტს უმასპინძლებს.

"აქ არის უნიკალური, მეოცე საუკუნეში აგებული კულტურის სახლი თავისი კედლის მხატვრობით და სხვადასხვა დეკორატიული ელემენტებით, რომელმაც 90-იანი წლების ომიანობა გაიარა და მძიმე დღეშია. ჩვენ უკვე ჩავატარეთ ტენდერი და გამარჯვებულის გამოვლენა მიმდინარეობს. ჩვენ უკვე გაისად შევძლებთ რომ ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროექტებზე, იქნება ეს კინოჩვენებები თუ თეატრალური წარმოდგენები აღდგენილ მარნის კულტურის სახლში,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. 

დღის ამბები