20 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ბავშვებმა შეიძლება ასიმპტომურად გადაიტანონ ინფექცია, თუმცა მშობლებს მიუტანონ და აღმოჩნდნენ დიდი რისკის ქვეშ - პედიატრი

სწავლის პროცესის დაწყებასთან ერთად პედიატრების რეკომენდაციაა, რომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ქვეყანამ მალე დაიწყოს Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი. სპეციალისტთა განმარტებით, ამ ასაკობრივ ჯგუფში, თუ თანმდევი ქრონიკული დაავადებები გამოხატული არ არის, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

პედიატრის კონსტანტინე ჩახუნაშვილის თქმით, სწორედ მოზარდები არიან ვირუსის გადამტანები, რაც ოჯახის წევრებისთვის საფრთხის შემცველია.

"ბავშვები არ არიან რისკჯგუფის წარმომადგენლები, თუმცა მშობლებს შეიძლება მიუტანონ ინფექცია, თვითონ ასიმპტომურად გადაიტანონ.

გავრცელების რისკი სკოლაში, რა თქმა უნდა, დიდია იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ასაკის ბავშვებს შეიძლება ვერ ავუხსნათ კარგად და არც შეასრულონ ის რეგულაციები, რაც საჭიროა, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვა. შესაბამისად, ეს პრობლემები ექნებათ მშობლებს და ბებია-ბაბუებს, თუ არ აიცრებიან და უფრო დიდი რისკის ქვეშ იქნებიან,"- აცხადებს პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

დღის ამბები