კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმს ეწვია. შეხვედრაზე მუზეუმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს - მათ შორის ის ფაქტიც, რომ უნიკალური ექსპონატებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მუზეუმს თანამედროვე სტანდარტების საცავი არ აქვს.
პრობლემებზე დროული რეაგირებისთვის უახლოეს პერიოდში მუზეუმის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა.
მინისტრმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ სრულად რეაბილიტირებული სამხატვრო სკოლის გახსნაშიც მიიღო მონაწილეობა.